დაავადება კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში გრიპის ეპიდემიის პიკმა გადაიარა.
როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ნატა ავალიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულის ფიქრის საფუძველს სამედიცინო დაწესებულებებისადმი პაციენტთა მიმართვიანობის შემცირება იძლევა.
"მიმართვიანობა არის შემცირებული და ჩვენი ვარაუდით, ეპიდემიის პიკმა გადაიარა", - განმარტა ნატა ავალიანმა.
მისივე თქმით, დღეისთვის გრიპის ლაბორატორიულად დადასტურებული 401 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 200-მდე H1N1-ია.