საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმს ლადო გუდიაშვილის კიდევ ერთი ნამუშევარი შეემატება.
"დღესასწაული მდინარის პირას", - ასე ჰქვია ცნობილი ქართველი მხატვრის მიერ 61 წლის წინ შექმნილ ნახატს, რომელიც დღემდე არცერთ კატალოგსა და სამუზეუმო ცნობარში არ მოხვედრილა.
უნიკალური ფერწერული ტილოს ორიგინალი 1950 წლიდან ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის საცავში ინახებოდა. დღეს კი ტილო ხელოვნების მუზეუმს გადაეცემა და სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, სხვადასხვა ექსპოზიციასა და საერთაშორისო გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას.
გუდიაშვილის ფერწერული ტილოს ორიგინალი მუზეუმის სახვითი ხელოვნების ფონდის "ქართულ დღესასწაულთა" განყოფილებაში იქნება დაცული.