დიმიტრი შაშკინი კავკასიის უნივერსიტეტის ახალ კორპუსში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაობს გაეცნობა
დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი კავკასიის უნივერსიტეტის ახალ კორპუსში (პაატა სააკაძის ქ.№1) მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაობს გაეცნობა.
კავკასიის უნივერსიტეტის ახალი კორპუსი ინფრასტრუქტურითა და აღჭურვილობით, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იქნება როგორც საქართველოში, ასევე მთელ ამიერკავკასიაში, რაც უცხოელი სტუდენტების მოზიდვასა და ზოგადად საქართველოს საგანმანათებლო სისტემის განვითარებას შეუწყობს ხელს.
შენობა ამჟამად დასრულების პროცესშია და ფუნქციონირებას ახალი სასწავლო წლიდან დაიწყებს.
მასალის გამოყენების პირობები