11 თებერვლიდან თბილისში თოვლი და ქარია მოსალოდნელი.
ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" მეტეროლოგიურ სამსახურში განუცხადეს.
ამინდი მთელ საქართველოში ხვალიდან, 10 თებერვლიდან, გაფუჭდება.
სინოპტიკოსები როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში დიდთოვლობას ვარაუდობენ.
დიდი თოვაა მოსალოდნელი გუდაურსა და ბაკურიანში.
მეტეოროლიგიური სამსახურის ცნობით, 12 თებერვლიდან ამინდი გამოდარებას დაიწყებს.