მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ერთმანეთს 7 ავტომანქანა შეეჯახა.
ავტოავარია გოთუას ქუჩის კუთხეში, დღეს დილით მოხდა. ორი "მერსედესის", ორი "ოპელის", ორი "ტოიოტას" მარკისა და ერთი ჯიპის შეჯახების შედეგად 70 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა.
თვითმხილველების განცხადებით, ავარია "მერსედესის" ტიპის ერთ-ერთი მანქანის მძღოლის მიერ გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობამ გამოიწვია, რომელიც გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა.
"მერსედესის" მძღოლი უკვე დაკავებულია. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე კი მოძრაობა, რომელიც აღნიშნულის გამო, შეჩერებული იყო, უკვე აღდგა.