დასავლეთ საქართველოში კვლავ დიდთოვლობაა.
უამინდობამ განსაკუთრებული პრობლემები აჭარის მაღალმთიანეთში შექმნა. ხულოს რაიონის 40-მდე სოფელთან დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდება. დიდთოვლობის გამო დაზიანდა ასობით სახლი და სამედიცინო ობიექტი.
დაიხოცა შინაური პირუტყვიც. მოსახლეობას არ მიეწოდება ელექტროენერგიაც.
50-მდე ოჯახი უსაფრთხო ადგილასაა გახიზნული. ხულოსა და შუახევის რაიონებში სასწავლო პროცესი შეჩერებულია.
დიდთოვლობაა იმერეთსა და გურიაშიც.