მთავრობა საინფორმაციო ტექნოლოგიების ბიზნესის სტიმულირებას იწყებს. Fფინანსთა სამინისტრროს ინფორმაციით, ამ მიზნით, ინფორმაციულ-ტექნოლოგიური ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მისანიჭებლად განაცხადების მიღება დაიწყო.
სტატუსის მინიჭება განაცხადის გაკეთებიდან 48 საათში ხდება, თუმცა ამ დროისთვის სამინისტროში განაცხადი ჯერჯერობით არ შესულა.
სამინისტროში ამბობენ, რომ ამ დროისთვის სექტორში რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემაა, მათ შორის IT განათლების დაბალი ხარისხი, ადგილობრივი Iთ ბაზრის სიმცირე, კვალიფიციური ადამიანური რესურსების ნაკლებობა/გადინება.
მიღებული "საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ კანონის" მიზანია ექსპორტზე ორიენტირებული IT ბიზნესის წახალისება, უცხოური ინვესტიციების მოზიდვა IT სექტორში, კვალიფიციურ IT რესურსზე მოთხოვნის შექმნა შრომის ბაზარზე, ინოვაციების განვითარება, ტექნოლოგიების შემოდინების დაჩქარება.
კანონი შესაძლებლობას აძლევს აღნიშნული ბიზნესის წარმომადგენლებს შეღავათით ისარგებლონ. კანონის ფარგლებში არ იბეგრება ვირტუალური ზონის პირის მიერ შექმნილი საინფორმაციო ტექნოლოგიების საქართველოს ფარგლებს გარეთ მიწოდებით მიღებული მოგება, საქართველოს ფარგლებს გარეთ მიწოდება დღგ-თი, საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანა ექსპორტის გადასახადით. ვირტუალური ზონის პირის მიერ შექმნილი საინფორმაცი ტექნოლოგიების მიწოდებით მიღებული შემოსავლის ხვედრითი წილის პროპორციულად.
საქართველოში 2010 წელს 63,402 მლნ ლარის ტექნიკაა იმპორტირებული, რაც 2009 წელთან შედარებით თითქმის 3-ჯერ არის შემცირებული. ბოლო 6 წლის განმავლობაში ტექნიკის იმპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2007 წელს დაფიქსირდა და 310,803 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
2010 წელს ასევე შემცირებულია პროგრამული უზრუნველყოფის იმპორტის მაჩვენებელმა. 2009 წელს ქვეყანაში 3,203 მლნ ლარის პროგრამული უზრუნველყოფის იმპორტი განხორციელდა, 2010 წელს - 1,986 მლნ ლარი. ბოლო 6 წლის განმავლობაში პროგრამული უზრუნველყოფის იმპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2006 წელს დაფიქსირდა და 7,424 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. სამაგიეროდ, გაზრდილია პროგრამული უზრუნველყოფის ექსპორტი. 2010 წელს ქვეყნიდან პროგრამული უზრუნველყოფის ექსპორტმა 9 114 ლარი შეადგინა, 2009 წელს - 6 938 ლარი.
სამინისტროს ცნობით, პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებაში დასაქმებული პროგრამისტის საშუალო ხელფასი 2010 წელს 1591 ლარია, დასაქმებულთა ხელფასის მოცულობა კი 876 ლარს შეადგენდა, 2009 წელს ეს მაჩვენებელი შესაბამისად 1329 ლარი და 741 ლარია.