დღეს, 29 ნოემბერს რუსთაველის თატრის მცირე დარბაზში წარმოდგენილი იქნება გამოჩენილი ბულგარელი პოეტის, რეჟისორის და დრამატურგის ნადიალკო იორდანოვის პიესა "გონსაგოს მკვლელობა".
სპექტაკლის რეჟისორია გიორგი გოშაძე, მხატვარი მირიან შველიძე, მუსიკალური გაფორმება ეკუთვნის ია საკანდელიძეს.
როგორც თეატრში აცხადებენ, პიესა მეტად მნიშვნელოვან 1989 წელს დაიწერა. ეს იყო პერიოდი, როცა საბჭოთა კავშირი დაშლას იწყებდა. კომუნისტური იმპერიის გავლენის ქვეშ მყოფი აღმოსავლეთ ევროპა საჯარო საუბარს ჯერ ისევ ერიდებოდა იმ პრობლემებზე, რომლებიც დრამატურგმა ფართო მაყურებლს აღუწერა.
ნადიალკო იორდანოვის პიესა ოსტატურად გვიამბობს ყოველდღიური სასტიკი რეალობის ამბავს და ეს ამბავი იმ კვინტენსეციას ჰგავს, რომელიც დანიის პრინცმა ელსინორის სასახლეში მოხეტიალე მსახიობებს გაათამაშებინა.
სპექტაკლში მონაწილეობენ: ზაალ ჩიქობავა, მარინა კახიანი, ჯემალ ღაღანიძე, მურმან ჯინორია, ბაჩო ჩაჩიბაია, მანანა აბრამიშვილი, ნიკა ქაცარიძე, ლევან ხურცია, გელა ლეჟავა