9 თებერვალს, 13:00 საათზე, სასტუმრო "ბეტსში" ცენტრალური საარჩევნო კომისია აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის საარჩევნო ადმინისტრაციების რეგიონალურ სამდღიან შეხვედრას იწყებს.
ცესკოს მიერ დაგეგმილი ღონისძიების მთავარი მიზანია თანამშრომლობის გარღმავებით რეგიონში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება და საარჩევნო ადმინისტრაციების გამოცდილების გაზიარებით მათი პროფესიული განვითარება.
შეხვედრას დაესწრებიან ათი ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების ხელმძღვანელები და წევრები. შეხვედრა დაიწყება 9 თებერვალს თბილისში და ამავე დღეს გაგრძელდება ქალაქ სიღნაღში. ცენტრალური საარჩევნო კომისია სტუმრებს კახეთის რეგიონში 3 დღის განმავლობაში უმასპინძლებს. ოფიციალური შეხვედრების გარდა სტუმრები გაეცნობიან ქართულ კულტურას და დაათვალიერებენ კახეთის რეგიონის ისტორიულ ძეგლებსა და ღირსშესანიშნაობებს.