"დაე, ღეჭოს მიხეილ საკაშვილმა თავისი ჰალსტუხი. აი, ახლა მეც ავიღებ და დავღეჭავ ჰალსტუხს. დაწერეთ კიდეც, ბუბა კიკაბიძემ საუბრის დროს ჰალტუხი დაღეჭა-თქო! ალბათ, ნერვიულობდა ადამიანი. მაშინვე დაიწყეს ამ ფაქტით სპეკულაცია. რითია სააკაშვილი პუტინზე უარესი, რომელიც ოქტომბრის ბოლოს კიევში უზარმაზარი ჩალურჯებული მარცხენა თვალით ჩავიდა? რატომ არ წერთ ამის შესახებ?!" _ კითხულობს "სობესედნიკთან" საუბარში ქართველი მომღერალი და მსახიობი ვახტანგ კიკაბიძე.
მომღერალი ინტერესდება, ვინ სცემა პუტინს. "მოქალაქეებმა ხომ უნდა იცოდნენ, საიდან აქვს რუსეთის პრემიერს ჩალურჯებული თვალი?
"ჩვენი მიწის 20 % დღემდე ოკუპირებულია. თბილისიდან 35 კილომეტრში ტანკები დგას. რუსებმა მოკლეს ჩემი შვილიშვილის საუკეთესო მეგობარი. როცა ერთ-ერთ რუს ჯარისაკაცს ვკითხე, იცი, სად მოდიხარ ავტომატით? მან მიპასუხა: მუსულმანურ ქვეყანაში, სადაც 42 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. სინამდვილეში, ჩვენ მხოლოდ 3, 5 მილიონი ვართ. ორი მართლმადიდებელი ქვეყანა _ ერთი პატარა, მეორე _ უზარმაზარი. მთელი მსოფლიო იძახის: რომ ამის გაკეთება არ შეიძლებოდა", _ აღნიშნა კიკაბიძემ.
მისი თქმით, რუსეთის უბრალო ადამიანებისგან იგი უამრავ წერილს იღებს პენზიდან, კრასნოდარიდან, ნორილსკიდან.
"ორი წლის წინ, ფაქტობრივად, სამუშაო დავკარგე, რადგან ჩემი მთავარი სამუშაო რუსეთის ესტრადა იყო. მხოლოდ ფულს არ ვგულისხმობ, არამედ რუსი მაყურებელი ჩინებული მსმენელია. ჩემი რეპერტუარის 50 % რუსულენოვანია. ჩემთვის არასასიამოვნო იყო, მაგრამ შეგნებულად უარი ვთქვი თქვენს ქვეყანაზე", _ განაცხადა მომღერალმა.
კიკაბიძე აცხადებს, რომ სააკაშვილის პოლიტიკას მხარს უჭერს.
"თუკი საქართველოში ჩამოხვალთ, საკუთარი თვალით ნახავთ, რომ ჩვენი პატარა ქვეყანა ოაზისად გადაიქცა. მანამდე ის მძიმე მდგომარეობაში იყო. ამ ახალგაზრდა ადამიანს სურს, საქართველო ცივილიზებულ ევროპულ ქვეყნად გადააქციოს. ამასთან, სააკაშვილი მუდმივად აცხადებს, რომ რუსეთთან უნდა ვიმეგობროთ", _ აღნიშნა კიკაბიძემ.
კიკაბიძე ინტერესდება, თუ როგორ შეიძლება ქართველი რუსის მტერი იყოს? მისი განმარტებით, მამამისი 1942 წელს ქერჩთან ბრძოლის დროს დაიღუპა და მას რომ დღევანდელი სიტუაცია დანახა, შერცხვებოდა.
შეგახსენებთ, "სობესედნიკის" კორესპონდენტმა ბუბა კიკაბიძისგან ინტერვიუ კინოფესტივალ "ლისტოპადის" გახსნისას აიღო.