უმრავლესობის წევრი ეკა ხერხეულიძე "ქრისტიან-დემოკრატებს", სოციალურად დაუცველი ფენებისთვის, გრძელვადიანი პაემნების დაფინანსებას საკუთარი ხელფასებიდან ურჩევს.
ამის შესახებ ხერხეულიძემ დღეს პლენარულ სხდომაზე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გრძელვადიანი პაემნების კანონპროექტის განხილვის დროს განაცხადა.
მისი თქმით, თუ ასე შესტკივათ "ქრისტიან-დემოკრატებს" გული შეუძლიათ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს პაემნების საფასური საკუთარი ანაზღაურებიდან დაუფარონ.
როგორც ცნობილია, დღეს ლევან ვეფხვაძემ სოციალურად დაუცველი ფენებისთვის გრძელვადიანი პაემნებით უფასოდ სარგებლობა მოითხოვა, თუმცა სასჯელაღსრულების მინისტრის განმარტებით, გამონაკლისის გაკეთება ვერ მოიხდება, რადგან სამინისტროს ამდენი სახსრები არ გააჩნია.