რუსმა ჯარისკაცებმა სამი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. ამის შესახებ უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების 77-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადის პილოტებზე დაყრდნობით წერს.
მათივე ცნობით, მოქალაქეები საბრძოლო ზონიდან ევაკუაციას ცდილობდნენ.
„77-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადის პილოტებმა კიდევ ერთი დანაშაული დააფიქსირეს. ხარკოვის ოლქის ზაგრიზოვოსა და ბოგუსლავკას სოფლებს შორის მოტორიზებული ტრაქტორით მოძრავ მშვიდობიან მოქალაქეებზე საჰაერო-მობილური დრონის თავდასხმა. მოქალაქეები საბრძოლო ზონიდან ევაკუაციას ცდილობდნენ, მაგრამ სწორედ ამ მომენტში რუსულმა ძალებმა განზრახ დაუმიზნეს მათ დრონით“- აცხადებენ პილოტები.
ბრიგადის წევრები ამბობენ, რომ თავდასხმა განზრახ იმ ადამიანების წინააღმდეგ მოხდა, რომლებიც არანაირ სამხედრო საფრთხეს არ წარმოადგენდნენ.
დარტყმის შედეგად სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. დარტყმის ზონაში არ არსებობდა სამხედრო სამიზნეები ან ორმაგი დანიშნულების ინფრასტრუქტურა.
„ეს ეპიზოდი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ რუსული ძალები იყენებენ სამხედრო მეთოდებს, რომლებიც შეუთავსებელია კანონის, მორალისა და ჰუმანურობის პრინციპებთან, რაც ოკუპაციის პრაქტიკას მიზანმიმართული ტერორის პოლიტიკად აქცევს,“ - ნათქვამია განცხადებაში.