უკრაინული მედია რუსული Telegram-არხების 112-სა და Shot-ის ინფორმაციებზე დაყრდნობით იუწყება, რომ კარელიაში რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა.
ზოგიერთი წყაროს ცნობით, სუ-30 ჩამოვარდა, ზოგის ცნობით კი - სუ-27.
Shot-ის ცნობით, თვითმფრინავი პეტროზავოდსკის მახლობლად, ქალაქის აეროპორტიდან არც თუ ისე შორს, ტყეში ჩავარდა.
112-ის ცნობით, ეკიპაჟის ორი წევრი დაიღუპა.
მოგვიანებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ სუ-30 კარელიაში სასწავლო ფრენის დროს ჩავარდა, რის შედეგადაც ეკიპაჟის წევრები დაიღუპნენ.
კარელიის პრიონეჟსკის რაიონში გამანადგურებლის ჩამოვარდნის შესახებ ინფორმაცია გუბერნატორმა პარფენჩიკოვმაც დაადასტურა.