უკრაინის ოპოზიციის ლიდერი იულია ტიმოშენკო ეგვიპტისა და ტუნისის საპროტესტო აქციის მონაწილეებს უკრაინის "ნარინჯისფერი რევოლუციის" შეცდომების შესახებ აფრთხილებს. იგი რჩევას იძლევა "მშვიდობიანი რევოლუციის" ხელმძღვანელის სტატუსში.
"ქაიროსა და ტუნისის რევოლუციებს სიხარულითა და აღტაცებით ვაკვირდებოდი. ჩემი აზრით, ეგვიპტელები და ტუნისელები მართლები არიან, როცა ამაყობენ, რომ დესპოტი ხელისუფლების მშვიდობიანი გზით ჩამოგდებას აპირებენ",_აცხადებს ტიმოშენკო.
ამასთან, იგი ამბოხებულებს ურჩევს, არ დაივიწყონ პრაგმატიზმიც. ექს-პრემიერის თქმით, რეჟიმის ცვლილება დემოკრატიისკენ გადადგმული მხოლოდ პირველი ნაბიჯია.
"რეალურად, უკრაინის მაგალითითაც შემიძლია ვთქვა, რომ რევოლუციური ეიფორიის გასვლის შემდეგ დემოკრატიული რევოლუციები შესაძლოა, სულ სხვა მხარეს მიმართონ,"_აფრთხილებს ტიმოშენკო ეგვიპტელებსა და ტუნისელებს.
მანვე მოუწოდა მუბარაქის მოწინააღმდეგეებს, დემოკრატიის ფორმალური ატრიბუტით არ მოტყუვდნენ.
უკრაინული ოპოზიციის ლიდერი აღნიშნავს, რომ არჩევნები დემოკრატიის დამყარებასა და სამართლიანობის დასადგურებას სულაც არ ნიშნავს. "რა თქმა უნდა, უკრაინის მდგომარეობა, არ ნიშნავს, რომ ეგვიპტისა და ტუნისის მოსახლეობამ თავისუფალი არჩევნებისადმი მოწოდება უნდა უარყოს".
"ხალხის ნების განსაზღვრა ხმის მისაცემ ურნასთან გადის. თუმცა, თავისთავად, არჩევნებს არ შეუძლიათ გადაწყვიტონ ეგვიპტისა და ტუნისის წინაშეEმდგარი პოლიტიკური პრობლემები. კერძოდ, მათ არ შეუძლიათ შექმნან ლიბერალური წესრიგი და ღია საზოგადოება,"_აღნიშნა ტიმოშენკომ.
ექსპერტთა აზრით, ეგვიპტეში პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის გადადგომის მოთხოვნით დაწყებული არეულობა, შესაძლოა, ევროპაშიც გავრცელდეს, რაც უკრაინასაც შეაშფოთებს.