დღეს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში რეპრესირებულთაAფოტოგამოფენა გაიხსნა, სადაც რეჟიმის მიერ დევნილი მეცნიერების ფოტოქრონიკაც იყო ასახული. ღონისძიებას თსუ-ს რექტორ ალექსანდრე კვიტაშვილთან ერთად განათლებისა და კულტურის მინისტრებიც ესწრებოდნენ.
როგორც გამოფენაზე აღინიშნა, კარგია, რომ შსს-ს არქივები საჯარო გახდა. ამასთან, სასურველია, რეპრესირებულ ცნობილ საზოგადო მოღვაწეთა შესახებ სამომავლოდ ფილმის სერიალები გადაიღონ.
როგორც შსს საარქივო სამმართველოს უფროსის მოადგილე თამარ ბელქანიამ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას აღნიშნა, უნივერსიტეტის დაარსება საქართველოს დამოუკიდებლობის გზის არჩევანის გაცხადება იყო.
"ბუნებრივია, უნივერსიტეტის დამაარსებლები განათლებულნი და ავტორიტეტულნი იყვნენ. ამდენად, წყობის შეცვლის შემდეგ საბჭოთა კავშირისთვის მიუღებელი იყო ქართული ცნობიერების პროპაგანდა, რომლის საწყისიც უნივერსიტეტი იყო. ამიტომ ცენტრალურ კომიტეტში აგიტაციისა და პროპაგანდის სპეციალური განყოფილება შეიქმნა, რომელიც უნივერსიტეტის ყოველდღიურ ცხოვრებას შეისწავლის,"_აღნიშნა ბელქანიამ.
მისი თქმით, უნივერსიტეტში ნაჩვენები ფოტობანერი ასახავს, თუ რა წნეხი გაიარა საბჭოთა პერიოდში ქართულმა უნივერსიტეტმა_ მეცნიერთა დევნა, მეცნიერთა პოლიტიზება. თანამდებობიდან ხსნიდნენ შალვა ნუცუბიძეს, სიმონ ყაუხჩიშვილს, გრიგოლ წერეთელს, გიორგი ახვლედიანს.
შეგახსენებთ, დღეს ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის 93 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.