საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსი `2008 წლის რუსეთ - საქართველოს ომში და, ასევე, სტალინური საბჭოთა რეპრესიების შედეგად დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის ესკიზური პროექტი" დასრულდა.
კომისიის მუშაობის შედეგად, ხმათა უმრავლესობით გამოვლინდა გამარჯვებული პროექტი დევიზით `ამაოებას არ ამოება~. Pპროექტის ავტორია `თAMAღAშთUDIO" თამარ კვესიტაძისა და პაატა სანაიას შემადგენლობით.
კონკურსში გამარჯვებული პროექტისათვის დაწესებულია ერთჯერადი ფულადი პრემია 10.000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.
საკონკურსო პროექტები საჯაროდ იყო გამოფენილი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის საგამოფენო დარბაზში 2011 წლის 21 იანვრიდან 30 იანვრის ჩათვლით. კონკურსზე წარმოდგენილი იყო 42 პროექტი.
კონკურსი მიზანად ისახავს 2008 წლის რუსეთ - საქართველოს ომში და, ასევე, სტალინური საბჭოთა რეპრესიების შედეგად დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის საუკეთესო პროექტის შერჩევას და შემდგომ მის ხორცშესხმას ქალაქ გორის ცენტრალურ მოედანზე, იქ სადაც საბჭოთა დიქტატორის, იოსებ სტალინის ძეგლი იყო აღმართული. მემორიალი რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შედეგად დაღუპული ადამიანების, მათ შორის ჰოლანდიელი ჟურნალისტის, სტენ სტორიმანის ხსოვნას მიეძღვნება, რომელიც 2008 წელს, რუსული ავიაციის შეტევის დროს, სწორედ ამ ადგილას დაიღუპა.
ღია კონკურსი გამოაცხადა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ და ქ. Gგორის მუნიციპალიტეტმა 2010 წლის 16 ნოემბერს.