ევროკომისიის გაფართოების ანგარიშზე საუბრისას ქართველებმა არ უნდა დავივიწყოთ ის სამარცხვინო უმადურობა, რომელიც ანგარიშით დაგვანახეს – „საქართველო სისტემატურად არ უჭერდა მხარს უკრაინის მხარდამჭერ საერთაშორისო ინიციატივებს“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„რამხელა უმადურობაა ამ ტყუილში, მაშინ როდესაც ომის დაწყებიდან 1 000-ზე მეტ რეზოლუციას, დეკლარაციას, ინიციატივას და ა.შ. დავუჭირეთ მხარი“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
ევროკომისიამ ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიში 4 ნოემბერს გამოაქვეყნა.