რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვამ გასულ ღამეს 193 „უკრაინული დრონი“ ჩაჭრა და გაანადგურა, რომელთაგან 34 „მოსკოვისკენ მიფრინავდა“.
რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, ბრიანსკის ოლქის თავზე 47, კალუგის ოლქის თავზე 42 და მოსკოვის ოლქის თავზე 40 დრონი გაანეიტრალეს, „მათ შორის 34 უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც მოსკოვის მიმართულებით მიფრინავდა“.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სავარაუდოდ, კიდევ 32 დრონი ტულის ოლქში, 10 კურსკის ოლქში და შვიდი ორიოლის ოლქში ჩამოაგდეს. კიდევ ოთხ-ოთხი როსტოვისა და ვორონეჟის ოლქების თავზე. ორ-ორი ორენბურგისა და ტამბოვის ოლქების თავზე. თითო-თითო კი ბელგოროდის, ლიპეცკის და სამარის რეგიონებში.