ცნობილი როკ-გიტარისტი, სახელგანთქმული ირლანდიური როკ-ჯგუფის "თინ ლიზის" ყოფილი წევრი, გარი მური 58 წლის ასაკში გარდაიცვალა.
როგორც მურის მენეჯერმა ადამ პარსონსმა BBC-განუცხადა, მური დაიღუპა სასტუმრო "შპაინ'ს ჩოსტა დელ შოლ"-ში, სადაც შვებულებას ატარებდა. ამ დროისთვის უცნობია გარდაცველის მიზეზი. გიტარისტმა სკოტ გრეჰემმა განაცხადა, რომ მური იყო უდიდესი გიტარისტი და უდიდესი ადამიანი.
მური 1952 წელს ჩრდილოეთ ირლანდიის დედაქალაქ ბელფასტში დაიბადა. ის დუბლინური ბენდ "სკიდ როუში" უკრავდა, სანამ 1973 წელს "თინ ლიზიში" გადავიდოდა. აღნიშნულ როკ-ჯგუფი მურმა ოთხ თვეში მიატოვა, თუმცა 4 წელში კვლად დაუბრუნდა. გარი მურმა წარმატება მიაღწია სოლო კარიერაშიც.