28 ნოემბერს ლისაბონში ევროპის ოლიმპიური კომიტეტების რიგით 38-ე გენერალურ ასამბლეა დასრულდება. ასამბლეაში ევროპის ქვეყნების ოლიმპიური კომიტეტების ხელმძღვანელები მონაწილეობენ.
საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტს ასამბლეაზე მისი პრეიდენტი გია ნაცვლიშვილი და პირველი ვიცე-პრეზიდენტი რამაზ გოგლიძე წარმოადგენენ.
ქართული მხარისთვის გასაკუთრებულ ინტერესს 2015 წელს ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლის საკითხი წარმოადგენს. ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობა თბილისს და ჩეხეთის ქალაქ ბრნოს სურს.
ასამბლეის მონაწილეებს დაურიგდებათ თბილისის, როგორც კანდიდატი ქალაქის საპრეზენტაციო ბუკლეტები.
ასამბლეა 27 ნოემბერს გაიხსნა.