აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულება შესაძლებელია Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების გაგზავნის გარეშე.
„იმედი მაქვს, რომ ისინი საჭირო არ იქნება. იმედი მაქვს, ომს Tomahawk -ებზე ფიქრის გარეშე დავასრულებთ. ვფიქრობ, ჩვენ ამასთან საკმაოდ ახლოს ვართ“, - თქვა მან პარასკევს თეთრ სახლში უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას.
ტრამპმა დასძინა, რომ Tomahawk -ის რაკეტები „ძალიან საშიში იარაღია“.
მისი აზრით, შორ მანძილზე მოქმედი Tomahawk-ის რაკეტების გამოყენება ასევე შეიძლება ომის ესკალაციას ნიშნავდეს.
„ამან შეიძლება ესკალაცია გამოიწვიოს. Tomahawk -ი სერიოზული საკითხია“, - დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.