ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აღნიშნავს, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო და გულთბილი.
დონალდ ტრამპის თქმით, მხარეებმა ომი დაუყოვნებლივ უნდა დაასრულონ.
„უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა ძალიან საინტერესო და გულთბილი იყო, მაგრამ მე მას ვუთხარი, როგორც ასევე მკაცრად ვურჩიე პრეზიდენტ პუტინს, რომ დროა შეწყდეს მკვლელობები და დაიდოს შეთანხმება! საკმარისი სისხლი დაიღვარა, საზღვრები ომითა და ძალით განისაზღვრება. ისინი იქ უნდა შეჩერდნენ, სადაც არიან. ორივემ გამარჯვება გამოაცხადოს, ისტორიამ გადაწყვიტოს! საკმარისია სროლა, საკმარისია სიკვდილი, საკმარისია დახარჯული უდიდესი თანხები. ეს არის ომი, რომელიც არასდროს დაიწყებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. ათასობით ადამიანი იხოცება ყოველ კვირას - საკმარისია, მშვიდად დაუბრუნდით თქვენს ოჯახებს!“ - წერს ტრამპი.