დღეს, 7 თებერვალს, 14:00 საატზე, სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" კინოპროდუქციის განვითარებისა და დაცვის ასოციაციის პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც კულტურის მინისტრი ნიკოლოზ რურუა და "საქპატენტის" თავმჯდომარე ირაკლი ღვალაძე დაესწრებიან.
"საქპატენტის" ინფორმაციით, საქართველოში კინოსადისტრიბუციო სისტემის არ არსებობის გამო დღეს ადგილობრივი ონლაინ სადისტიბუციო ბაზრის 100 % არალეგალურია, რის შედეგადაც ზარალდება, როგორც ავტორი ასევე მაყურებელი, რომელსაც ხშირ შემთხვევაში მიეწოდება მდარე ხარისხის პროდუქცია.
საბჭოთა კინო გაქირავების დაშლის შემდეგ, ვერ შეიქნა საბაზრო პირობებზე მორგებული კინო გაქირავებისა და გაყიდვების სისტემა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ავტორთა უფლებების დაცვა, დარგში შემოსავლის გაჩენა და აღრიცხვა რაც საბოლოო ჯამში აფერხებს კინოწარმოების განვითარებას.
კინოპროდუქციის განვითარებისა და დაცვის ასოციაცია ორიენტირებულია ავტორთა უფლებების დაცვაზე, ქართულ ბაზარზე დისტრიბუციის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაზე, ლეგალური პროდუქციის შექმნასა და მის რეალიზაციაზე.
მსოფლიო ტენდებციებით დღეისათვის ონლაინ გაყიდვები აღიარებულია, როგორც ყველაზე მზარდი და პერსპექტიული ბაზარი აუდიო და ვიზუალური ნაწარმოებებისათვის, სწორედ ამიტომ ლეგალური კინოპროდუქტის დანერგვის პროცესს ასოციაცია ონლაინ ( ინტერნეტ) ბაზრიდან იწყებს.
პროექტის მიზანია ბაზრის ლეგალიზაცია და საავტორო უფლებების დაცვა, რომელის განსახორციელებლად საჭიროა: ლეგალური პროდუქტის შექმნა, ლეგალური სადისტრიბუციო ქსელის შექმნა, არალეგალური პროდუქტის ამოღება და შემდგომი გავრცელების პრევენცია, შემოსავლების გენერირება, ავტორთა უფლებების დაცვა, საავტორო დარიცხვების უზრუნველყოფა, საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ არსებული კანონის ამოქმედება.
საწყის ეტაპზე მოხდება ადგილობრივი სამართლებრივი გარემოს ანალიზი. ლეგალური პროდუქტის შექმნის მიზნით ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ფილმების ავტორებითან და მწარმოებელ კომპანიებითან ონლაინ გაქირავების უფლების მიღებაზე. წამყვან ონლაინ პორტალებზე (5-10) მოხდება ქართული ფილმების ლეგალური განთავსება, ათეულობით არალეგალური საიტიდან ფილმების მოხსნა ( 200 მეტი საიტზე ქართული კინოპტოდუქტი- მხატვრული, ანიმაცია, დოკუმენტური არალეგალურად არის განთავსებული, ამ საიტების მომხმარებელთა საერთო რაოდენობა 1 000 000-ს აღემატება). ასევე შეიქმნება ფილმებისა და ავტორების დახვეწილი მონაცემთა ბაზა.
პროექტის განხორციელების შედეგად მოხდება კინოგაქირავების ბაზრის დახვეწა, ჩამოყალიბდება საავტორო ჰონორარის გადახდის სისტემა, გაჩნდება კინოწარმოებაში ინვესტირებული თანხების ამოღების პერსპექტივა, გაიზრდება ახალი ფილმების წარმოების მოტივაცია, დაინერგება ლეგალური პროდუქციის მოხმარების კულტურა, ქართული ლეგალური სადისტრიბუციოსისტემა საერთაშორისო სადისტრიბუციო ქსელინ ნაწილი გახდება და ხელს შეუწყობს ქართული კინოს პოპულარიზაციას, სწორედ დაკომპლექტებული კინო პექიჯის მეშვეობით, რეიტინგულ ფილმებთან ერთად მოხდება ნაკლებად ცნობილი, მაგრამ ღირებული ფილმების მაყურებლამდე მიტანა, დღეს არსებული სიტუაციისთ კინოთეატრებში საქართველოს მოსახლეობის 0.5 % პროცენტიც კი არ დადის ხოლო არალეგალური ონლაინ სივრცეში განთავსებული ფილმები ამ პროცენტც უფრო დაბალს ხდის, არალეგალური პროდუქტის შეზღუდვით შესაბამისად გაიზრდება ქართულ ფილმებზე (კინოთეატრებში) აუდიტორიის დასწრება.