ბანგლადეშის დედაქალაქში სამკერვალო ფაბრიკაში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე 16 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ The Associated Press იუწყება.
დაკაში მირპურის რაიონში ხანძარი შვიდსართულიანი სამკერვალო ქარხნის შენობის მესამე სართულზე გაჩნდა.
ხანძრის შედეგად ასევე დაშავდა რამდენიმე ადამიანი.
ხანძარი ლოკალიზებულია, სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ბანგლადეში ჩინეთის შემდეგ მსოფლიოში სიდიდით მეორე ტანსაცმლის მწარმოებელი ქვეყანაა, სადაც დაახლოებით 4 მილიონი თანამშრომელი, ძირითადად ქალები, არიან დასაქმებული.
ინდუსტრიას, რომელიც წელიწადში დაახლოებით 40 მილიარდ დოლარს გამოიმუშავებს ძირითადად შეერთებულ შტატებსა და ევროპაში ექსპორტიდან, ხშირად აქვს სამრეწველო უბედური შემთხვევები და ხანძრები, რაც გამოწვეულია არასაკმარისი კონტყროლითა და სამშენებლო ნორმებისს დარღვევით.