თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული სამოქალაქო აქტივისტის, ნანა სანდერის ადვოკატის აიჰან გასანოვის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი აცხადებს, რომ საქართველოში ჩამოსვლამდე და ჩამოსვლის შემდეგაც ტელეფონით უკავშირდებოდნენ და დაჭერით, ასევე მოკვლით ემუქრებოდნენ.
სანდერი გერმანიიდან საქართველოში პირველ ოქტომბერს სპეციალურად აქციაზე დასასწრებლად ჩამოვიდა.
"ვერაფერს ვერ უკავშირებს დაკავებას, მისთვის ძალიან მოულოცნელია და არალოგიკურად ჩანს ჯგუფური ძალადობა, ქალბატონმა თქვა, რომ მანამდე იყო მის მიმართ მუქარა. საქართველოში რომ ჩამოვიდა გრძელდებაოდა მის მიმართ მუქარა, იყო ზარი, რა დროსაც ეუბნებოდნენ, რომ დაიჭერდნენ, მოკლავდნენ. ასევე უთხრეს, მსგავი საქმეები სუიციდით სრულდებაო. ვინ ემუქრებოდა არ იცის, თუმცა მუქარის შინაარსი იყო, რომ დაიჭერდნენ. ტელეფონზე ზარით დაუკავშირდნენ", - განუცხადა აიჰან გასანოვმა ჟურნალისტებს დაკავებულის იზოლატორში მონახულების შემდეგ.
ადვოკატის თქმით, ნანა სანდერი აქციაში მონაწილეობას ადასტურებს, თუმცა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გამორიცხავს.
დაკავებულ ნანა სანდერს ბრალს, სავარაუდოდ დღეს ან ხვალ წარუდგენენ.
ცნობისთვის, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სულ 23 ადამიანი დააკავეს. სამი კი მიმალვაშია და ამ დრომდე ეძებენ.