გთხოვთ, იხილოთ კაია კალასისა და ევროკომისარ კოსის ოფიციალური განცხადება. მეტი კომენტარი არ მაქვს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„მე მომიწვიეს ჩემს კოლეგებთან ერთად საგარეო საქმეთა სამინისტროში. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ წარმოადგინა ხელისუფლების შეფასება მომხდართან დაკავშირებით, არჩევნებთან და არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენების შესახებ. არჩევნებზე და არჩევნების შემდგომ ევროკავშირის შეფასება ძალიან მკაფიოდ იყო გამოთქმული უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასისა და ევროკომისარ კოსის ოფიციალურ განცხადებაში. გთხოვთ, იხილოთ კვირას გავრცელებული განცხადებები. მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ“, – განუცხადა ჰერჩინსკიმ ჟურტნალისტებს.