რამდენიმე საათის წინ დაიწყო ერთბაშად რამდენიმე კანდიდატის მიერ ზუსტად ერთი და იგივე ტექსტის გავრცელება, რომლითაც ივანიშვილის სუს-ი ცდილობს, რომ ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება დაადანაშაულოს ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლის საკითხთან რაიმე სახის კავშირში, - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა სალომე სამადაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
მისი თქმით, მსგავსი ბრალდებები უსაფუძვლოა.
"რამდენიმე საათის წინ დაიწყო ერთბაშად რამდენიმე კანდიდატის მიერ ზუსტად ერთი და იგივე ტექსტის განცხადების გავრცელება, რომლითაც ბიძინა ივანიშვილის სუსი ცდილობს, რომ ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება დაადანაშაულოს ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლის საკითხთან რაიმე სახის კავშირში. ეს არის არა მხოლოდ აბსურდი, არამედ მინდა, მივმართო პირადად ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს და სუსს. დღეს, როდესაც ისედაც მოქცეული ხართ საერთაშორისო იზოლაციაში, დღეს, როდესაც არ გაქვთ ლეგიტიმაცია არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ, მე ძალიან გირჩევდით, რომ საკუთარი თავი აბუჩად არ აიგდოთ ამ ბრალდებების შეკერვით მცდელობით, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ძალიან ნათელია ყველასთვის. "ლელომ" მრავალჯერ და არაერთხელ განაცხადა, რომ ამ ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვლება, ოღონდ შეიცვლება სწორედ არჩევნების გზით.
დღევანდელ დღეს, როცა ჩვენ ვხედავთ, რომ საარცევნო გარემო ძალიან შორს არის სამართლიანი და თავისუფალი საარჩევბნო გარემოსგან და მიუხედავად იმისა, რომ არ მონაწილეობს ამ არჩევნებში მთელი რიგი ოპოზიციური პარტიები, ჩვენ ვხედავთ, რა ძალისხმევა სჭირდება ბიძინა ივანიშვილს საკუთარი ხმების მობილიზაციისთვის თუ შექმნისთვის იმ ხმების, რომელიც მის პოლიტიკურ გაერთიანებას დიდი ხანია აღარ აქვს. ამიტომ ხელისუფლების სწორედ არჩევნების გზით დამარცხება არის ყველაზე რეალისტური გზა და სწორედ ამირტომ აგრძელებს "ლელო" პოლიტიკური გზით ბრძოლას ამ რეჟიმის წინააღმდეგ და ჩვენ აუცილებლად მივიყვანთ ამ საქმეს გამარჯვებამდე მათ შორის ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის უზრუნველყოფის გზით.
მანამდე კი, ყველას მოვუწოდებთ, რომ ჩვენი მხრიდან იქნება ძალიან მძიმე რეაგირება ყველა მცდელობაზე ჩვენი პარტიის წინააღმდეგ აამუშავოს რაიმე სახის პროპაგანდა და შემდგომი რეპრესიული ზომები.
მე მინდა მივმართო ამომრჩეველს, ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს დრო, რამდენიმე საათი, ნუ მისცემთ ბიძინა ივანიშვილს შესაძლებლობას, წაგართვათ მთავარი კონსტიტუციური უფლება, ის უფლება, რასაც ჰქვია საკუთარი ხელისუფლების არჩევნების გზით ფორმირება, საარჩევნიო უფლება. მიბრძანდით, ვისაც შეგიძლიათ, საარჩევნო ყუთებთან და პასუხი გაეცით ივანიშვილის უკანონობას სწორედ საარჩევნოი ყუთთან. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ხელისუფლებას ძალიან ეშინი აქტიური ქართელი ამომრჩევლის, - განაცხადა სამადაშვილმა.