დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ასობით ათასი ჩვენი თანამებრძოლი შეიკრიბება რუსთაველის გამზირზე და იტყვის იმ სიტყვას, რომელიც ჭირდება საქართველოს, მის წარსულს, აწმყოს და მომავალს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.
სანიკიძის თქმით, ყველა ვალდებულია დაიცვას საქართველოს ღირსება.
„დღეს 4 ოქტომბერია. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დილა გათენდა. ჩვენ ვნახეთ ეგრეთწოდებულ საარჩევნო უბანთან მისული ბიძინა ივანიშვილი, ძალიან დამფრთხალი, ძალიან შეშინებული, რომელიც გაექცა ყველანაირ შეკითხვას, იმეორებდა ერთი და იგივე იდიოტიზმს. აქ უკვე მთავარია, რას იტყვის ქართველი ხალხი. არ გვაინტერესებს, რას ამბობს ივანიშვილი.
ფაქტია, რომ ჩვენი ძვირფასი თანამოქალაქეების უმრავლესობას სწორად აქვს გააზრებული, რომ დღეს ეგრეთწოდებულ რუსული სპეცოპერაციის უბნებზე მისვლა არის ამ ქვეყნის ღალატი. კარგია, რომ ჩვენი თანამოქალაქეები იქ არ მიდიან, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ასობით ათასი ჩვენი თანამებრძოლი შეიკრიბება რუსთაველის გამზირზე და იტყვის იმ სიტყვას, რომელიც ჭირდება საქართველოს, მის წარსულს, აწმყოს და მომავალს.
გუშინ ჩვენ ვნახეთ მუხანათური თავდასხმა ჩვენი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე იგორ ნარმანიაზე. ქოცი ტიტუშკების, მობილიზებული აი, ამ პარტაქტივის სამარცხვინო ქმედება, ძალადობრივი. ამ ქვეყანაში ძალადობა უნდა ივანიშილს. ამ ქვეყანაში დაპირისპირება უნდა ივანიშილს. ჩვენ გვინდა ამ ქვეყანაში მშვიდობა, ჩვენ გვინდა ამ ქვეყნის თავისუფლება.
ამიტომ დღეს, 4 ოქტომბერს იმ ყველა იდეალის, ქრისტიანობის, ტრადიციების დაცვისთვის ვიკრიბებით რუსთაველის გამზირზე და ვიბრუნებთ ქართულ სახელმწიფოს. ეს სახელმწიფო გვეკუთვნის ჩვენ. ეს სახელმწიფო ეკუთვნის ქართველ ხალხს და ყველა ვართ ვალდებულნი ამ ქვეყნის გმირებთან, ამ ქვეყნის მომავალთან, რომ 4 საათიდან შევიკრიბოთ რუსთაველის გამზირზე და დავიცვათ საქართველოს ღირსება. მე მჯერა, რომ საქართველო ცოცხალია და ამას დღეს დაამტკიცებს“, - განაცხადა სანიკიძემ.