ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილს და მის ძალოვან უწყებებს ყველაზე მეტად აშინებს 4 ოქტომბრის მშვიდობიანი რევოლუცია, რასაც ვერ გადაარჩენს ვერც წერილი და ვერც სუსის ხრიკები, რადგან როგორც თავადაც აღიარებენ, თუ ასობით ათასი ადამიანი გამოვა ქუჩაში, მათი ხელისუფლება საბოლოოდ დამთავრებულია, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.
“ფაქტია, რომ რეჟიმს ძალიან ეშინია მოახლოვებული 4 ოქტომბრის მშვიდობიანი რევოლუციის და ამის ნათელი დადასტურებაა ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი წერილიც. ფაქტია ისიც, რომ სუსი ამ დრომდე ცდილობდა და ცდილობს მოიპოვოს პაატა ბურჭულაძის და ჩვენი სამოქმედო გეგმა - რას ვაპირებთ 4-ში, მაგრამ ამის ნაცვლად აღმოჩნდა, რომ ჩვენ მოვიპოვეთ მათი სამოქმედო გეგმა - რას აპირებენ ისინი. ეს ნათელი დადასტურებაა, იმისა რომ მოედინება ზღვა ინფომაცია “ქართული ოცნებიდან” მათ შორის მათი ძალოვანი უწყებებიდან. ერთი რამ არის მთავარი - ვერანაირი ბიძინა ივანიშვილის ვერც გეგმა, ვერც ხრიკი ვერ იმუშავებს, თუ კი ჩვენ გამოვალთ ქუჩაში ასობით ათასი გულანთებული პატრიოტი, თავისუფლების მოყვარე ქართველი ადამიანი. ამას თვითონაც ამბობენ, რომ თუ ბევრი ხალხი იქნება, ისინი უბრალოდ დამთავრებულები არიან, ამიტომ ერთი რამ დაგვრჩა მხოლოდ, რომ 4-ში გამოვიდეთ რაც შეიძლება ბევრი. ეს დღე იქნება ქართველი ხალხის გამარჯვების დღე და როგორც არ უნდა ეშინოდეს ბიძინა ივანიშვილს, ეს დღე დასრულდება ქართველი ხალხის მშვიდობიანი დროშების რევოლუციით.” - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.