ვარშავაში პოლონეთის არმიის ქართველ ოფიცერთა სახლ-მუზეუმი გაიხსნა. სახლ-მუზეუმი პოლონეთში ვიზიტით მყოფმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ და ქვეყანაში საქართველოს ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ გახსნეს.
სახლ-მუზეუმში ქართველი ოფიცრების შესახებ დაცული მასალების გარდა, ქართველი სასულიერო მოღვაწის გრიგოლ ფერაძესთან დაკავშირებული მასალებიც ინახება.
მუზეუმის გახსნის შემდეგ გრიგოლ ვაშაძემ ის საზოგადო და სასულიერო მოღვაწეები, რომლებმაც ქართველ ოფიცერთა სახლის შექმნაში წვლილი შეიტანეს, ღირსების მედლებით დააჯილდოვა.
დაჯილდოების შემდეგ სტუმრებისთვის მიღებაც გაიმართა.