ევროკომისიის კოლეგია 30 სექტემბერს ბრიუსელში უსაფრთხოების საკითხებზე შეხვედრას გამართავს.
ღონისძიებას ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე დაესწრება.
ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე 30 სექტემბერს ევროკომისიის კოლეგიის შეხვედრაზე მიიწვიეს.
„დილით ევროკომისიის უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე მიიღებს“, - განუცხადა წყარომ მედიას.
მისი განცხადებით, ევროკომისრები, კერძოდ, ევროკავშირის თავდაცვის სტრატეგიის, „მზადყოფნა 2030“-ის, გეგმებს განიხილავენ.