"ვისთან ერთად უნდა ვიაროთ ჩვენ ამ ცხოვრებაში, თუ არა რუსეთთან", - აცხადებს აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში, კითხვაზე - როგორ შესაბამისობაშია აფხაზეთის დამოუკიდებლობა ისეთ დიდი მოკავშირესთან, როგორიც რუსეთია.
"ისეთივეში, როგორიც, მაგალითად, ლიტვასა და ევროკავშირს ან ნატოს შორის არსებობს და როგორიც მათ მონაწილეობაა ამ ორგანიზაციებში. ჩვენ გავიზარდეთ რუსეთთან ერთად, იქ განათლება მივიღეთ და აღზრდილნი ვართ ამ კულტურაზე", _ აცხადებს ბაღაფში და დასძენს - "სხვა მეგობარი არ გვყავს და რუსეთთან თუ არა, ვისთან ერთად უნდა ვიაროთ ამ ცხოვრებაში? ამით სპეკულირება არ შეიძლება", _ აცხადებს ბაღაფში.