5-6 თებერვალს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები მიხეილ მაჟავარიანი და გიგი წერეთელი კალიფორნიაში აშშ-ის მე-40 პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრებიან. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საპარლამენტო უმრვალეოსბის პრესსამსახურიდან აცნობეს.
ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ მაჭავარიანი და გიგი წერეთელი შეხვედრებს გამართავენ NDI-ისა და IRI-ის ხელმძღვანელებთანაც.
მანამდე კი მაჭავარიანმა და წერეთელმა ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ვაშინგტონში მონაწილეობა მიიღეს შეხვედრაში, რომელსაც ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა დაესწრო.
გაიმართა ხანმოკლე შეხვედრა ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენთან და სენატის სხვა ლიდერებთან.