ლევან ხაბეიშვილი დატყვევებულია მხოლოდ იმიტომ, რომ მან ხალხში გააღვიძა ქართული სული, რომლის ჩახშობასაც წლებია ხელისუფლება ცდილობს, – ამის შესახებ განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა
გიორგი ბოტკოველის განცხადებით, 4 ოქტომბერი იქნება დღე, როდესაც გაათავისუფლდებენ ქვეყანას, ლევან ხაბეიშვილს, მიხეილ სააკაშვილს.
“ამას არ სჭირდება დიდი იურისტობა, პირველი კურსელი იურისტისთვისაც კი პირდაპირ გასაგებია, რომ ამ ბრალს არანაირი კავშირი არ აქვს სამართალთან და ლევანი არის ერთადერთი რამისთვის დატყვევებული, რადგან ლევანის დაიჯერა ძალიან ბევრმა ადამიანმა. ლევანმა შეძლო, რომ გაეღვიძებინა ის ქართული სული, რომელიც არსებობდა ამ ადამიანებში და ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობდა, რომ ჩაეხშო, ამიტომ, რა თქმა უნდა, 4 ოქტომბერი არის ის დღე, როდესაც ჩვენ განვათავისუფლოთ პირველ რიგში
ჩვენი სახელმწიფო ჩვენი ქვეყანა, გავათავისუფლოთ ლევან ხაბეიშვილი, მიხრილ სააკაშვილი და ყველა ის პოლიტიკური ტყვე, რომელიც დატყვევებული ჰყავს ივანიშვილის რეჟიმს.” - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.