5-15 თებერვალს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, ცხუმ-აფხაზეთის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II ოფიციალური ვიზიტით დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოს ეწვევა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საპატრიარქოს პრესცენტრიდან აცნობეს.
მათი განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში კათალიკოს-პატრიარქი ილია II, თანმხლებ პირებთან ერთად, ეწვევა დიდი ბრიტანეთის ქართულ სათვისტომოს და აკურთხებს ქართულ ტაძარს ლონდონში.