4 ოქტომბერს ხალხის სიმრავლე განაპირობებს ხალხის პოზიციას და ხალხის სიმრავლე განაპირობებს ე.წ ხელისუფლების უკან დახევას, რომელიც ფაქტობრივად ოკუპირებული აქვს ხელისუფლება, - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის” რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.
მისი თქმით, სამართალდამცავმა უნდა იცოდეს, რომ მისი უკანონო ბრძანების შესრულება იქნება არასამართლიანი საქციელი.
“ეს უკვე ხელისუფლების მიმართ წინააღმდეგობაა, როდესაც ამდენი ადამიანი არის აქციაზე. ალბათ იმ წინა აქციებს აკლდა ის, რომ იმდენი ადამიანი არ იყო, რამდენი ადამიანიც იქნება 4 ოქტომბერს, ამიტომ ხალხის სიმრავლე განაპირობებს ხალხის პოზიციას და ხალხის სიმრავლე განაპირობებს ე.წ ხელისუფლების უკან დახევას, რომელიც არასამართლიანად, არაფორმალურად, ფაქტობრივად ოკუპირებული აქვს ხელისუფლება და ხელს უწყობს ამით რუსულ რეჟიმს.
სამართალდამცავმა უნდა იცოდეს, რომ მისი უკანონო ბრძანების შესრულება იქნება არასამართლიანი საქციელი და ყველას თუ მოუწოდებენ, რომ დაიცვან წესრიგი, ასევე სამართალდამცავებს მოვუწოდებთ ჩვენ, რომ დაიცვან კანონი და ადამიანის უფლებები და არ იძალადონ ადამიანებზე, რაც ჩვენ არაერთხელ გვინახავს.” - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.