ისტორიკოსი სიმონ მასხარაშვილი ქართველებსა და ბურებს შორის საკონფლიქტოს ვერაფერს ხედავს.
"სამხრეთ აფრიკის თეთრკანიან მოსახლეობასთან ქართველ ხალხს საკონფლიქტო არაფერი შეიძლება ჰქონდეს. არ შეიძლება, ბურებმა საქართველო, მისი ეკონომიკა ან ქართველი გლეხი დააზარალონ", _ აცხადებს მასხარაშვილი "ჯი-ეიჩ-ენთან" კომენტირებისას.
მასხარაშვილი ეჭვობს, ბურები ჩვენთან კოლოსალური რაოდენობით ჩამოვიდნენ, რადგან სულ 5 მილიონი ბურია მსოფლიოში.
"როგორ წარმოგიდგენიათ, ერთ-ერთი უძლიერესი კაპიტალისტური ქვეყნის მოქალაქე, ბურების სახით, აიკრავს გუდა-ნაბადს და საქართველოში დიდი რაოდენობით ჩამოვა?! ისინი ხომ საკმაოდ მდიდარი ხალხია", _ მიიჩნევს ისტორიკოსი.
ისტორიკოსის აზრით, თუ ვინმე საქართველოში ჩამოვა და მიწას იჯარით აიღებს, მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის, რადგან ფული ბიუჯეტში შევა.
მასხარაშვილი მიიჩნევს, რომ ბურები საკმაოდ მშრომელი ხალხია და არა მარტო მანდილოსნები, მათი მამაკაცებიც კარგი გარეგნობით გამოირჩევიან.