(დასაწყისი, ნაწილი I)
ძალიან ხშირად ბატონი ფუტკარაძე მის მიერ დამოწმებული ავტორების ნაშრომებიდან მხოლოდ იმ ნაწილებს იყენებს რომელიც მას აწყობს. 12 თორემ როგორ დავიჯერო, არც ბატონ ფუტკარაძეს და არც სხვა მის მიმდევრებს არ
ჰქონდეთ წაკითხული ბატონ ივანე ჯავახიშვილის ის წიგნი სადაც ავტორი ამბობს : „ კოლხიდის მოსახლეობა მეგრულლაზურ შტოს ეკუთვნოდა. პლინიუსი ამბობს: "ზღვის პირას ჰენიოხები (რომელთაც იგი სანების ანუ ზანთა ტომადა სთვლის _ გენს Sannorum Heniochorum), ამპრევტები (Ampreutae ), ლაზები... და შემდეგ
კოლხების ტომები ცხოვრობენო" (Natur. Historia lid V, &11). პტოლომეს სიტყვით ზღვის პირას კოლხიდაში ლაზები ცხოვრობდნენ, იმათ ზემოდ მეგრელები (მაგრალოი) და ეგრისში მოსახლე ტომებიო (Geogr. lid. III. cap. IX, 5). პირველ საუკუნეს ქრ.წ. შემდეგ კოლხიდაში ლაზებისა და მეგრელების ტომები ცხოვრობდნენ; ძველად, როოგორც ეტყობა, უპირატესობა და ძალა კოლხების ხელში ყოფილა, _ ეს იქიდანა ჩანს, რომ მათ მთელ ამ ქვეყანას თავისი ტომის სახელი _ კოლხიდა _ მიანიჭეს; მერე ლაზები გაძლიერებულან და ამავე ქვეყანას ლაზიკა დაერქვა.
პლინიუსისა და პტოლემეს ცნობები ამტკიცებენ რომ კოლხიდაში მხოლოდ მეგრულ-ლაზურ შტოს წარმომადგენელი ტომები ცხოვრობდნენ, მაგრამ ამას ცოტაარ იყოს ის გარემოება არღვევს, რომ ეხლა იმ ადგილებში, სახელდობრ
გურიასა და იმერეთში მეგრული-კი არა, ქართულია გაბატონებული. გურულები და იმერლები მეგრელ-ლაზების მიწა-წყლის შიგ შუა გულში არიან შეჭრილი და მეგრელებსა და ლაზებს ერთმანეთისაგან აშორებენ. ამის მიუხედავად ჩვენი ზემოაღნიშნული დასკვნა იმის შესახებ, რომ თავდაპირველად მთელ კოლხიდის მიწა-წყალი მხოლოდ მეგრელ-ლაზებს ეკუთვნოდათ, მაინც შეურყეველი რჩება იმიტომ, რომ გურიის საგეოგრაფიო სახელების დაკვირვება გვიმტკიცებს, რომ იმ ადგილას,სადაც ეხლა გურულები ცხოვრობენ, წინად მეგრულად მოსაუბრე ტომი
უნდა სახლებულიყო; ბევრ სოფლებისა და მდინარეების სახელების მნიშვნელობის ახსნა მხოლოდ მეგრულის საშუალებით შეიძლება, ან არადა, მაგალითად: ჯიხანჯირი (ჯიხა-ციხე), ჯუმათი, ჭყონგვარი (ჭყონი _მუხა {რკონ}),
მდინ. ოჩხამური (ო+ჩხოამური,ჩხომი _ თევზი,როგორც ო-კალმახე (А.Ца-гарели Этюды. II, 71), ო-ჭილაური(ო+ჭილა+ური= საჭილავო , ჭყვიში, ჭყვიშაური, ჭანიეთი, მდ. გუბაზეული, მდინარე კინტრიში, ონჭიკეთი და სხვა. ამგვარსახელების დარქმევა მთებისა და მდინარეებისათვის ცხადია მხოლოდ მეგრულ-ლაზურ შტოს ტომებს შეეძლოთ, მაშასადამე ძირითადი და თავდაპირველიმოსახლეობა გურიაში მეგრელებისა უნდა ყოფილიყო. მაგრამ მარტო გურიაში-კი არა. ეხლა ცხენის წყალი მეგრულის აღმოსავლეთის სამზღვრად ითვლებს (А. Цагарели Этюды); საგეოგრაფიო სახელები კი ამტკიცებენ, რომ ამ მდინარის აღმოსავლეთითაც თავდაპირველად
მეგრელებს უცხოვრიათ. მაგალითად: სოფ.ჯიხაიში (ჯიხა _ ციხე), ჩხენიში, კულაში,ნაჯიხევი (=ნაციხევს). ქუთაისის ჩრდილოეთითაც მდ. რიონის მიდამოებიც ძველად მეგრელებს უნდა სჭეროდათ; აქაც ასეთი საგეოგრაფიო
სახელები გვხვდება, როგორც მაგალითად: ჯიმასვარა (ჯიმა=ძმა), ოფურჩხეთი, ვანჭეიში, ტყვიში, ნაკოროლეში, გცვერიში, სურმუში, კორენიში, ოკრიბა და სხვა. თვით პლინიუსი ამბობს: რიონი მეგრელების მიწაზე დიოდაო (ღჰიონ რეგიო Eნგრიტიკე, ნატურ. ჰისტ. ლიდ VI,&11, Латищевь, Известия II, 179) ასე უნდა იყოს,
შეცდომით სწერია ღჰოან რეგიო ჩეგრიტიცე). საგეოგრაფიო სახელების შესწავლა მაშასადამე უეჭველ ჰყოფს, რომ მთელი ის მიწა-წყალი, რომელიც კოლხიდის სამზღვრებს შუა იყო მოქცეული, თავდაპირველად მხოლოდ მეგრულ-ლაზურ 13 შტოს ტომებს ეკუთვნოდა. ასე იყო, როგორც ჩანს, სტრაბონისა, პლინიუსისა და
პტოლემეს თხუზულებებიდან, პირველს ორს საუკუნეში. შემდეგ, დაახლოვებით დროს განსაზღვრა ჯერჯერობით შეუძლებელია, _ ერთ-ერთი ქართველი ტომთაგანი, ან აღმოსავლეთით, ან არა და სამხრეთ აღმოსავლეთით შიგ
შუაგულში შეჭრილან და მეგრელები და ლაზები ერთი-ერთმანეთს დაუშორებია, ხოლო დაპყრობილ ადგილების მცხოვრებლებს ქართული შეუთვისებიათ. ამის გამო ეხლანდელი გურულები და იმერლები გაქართლელებულ მეგრელ
ლაზებად უნდა ჩავთვალოთ. „
რა ვქნათ ეხლა ბატონო ტარიელ , დავიჯერო დიდი ივანე ჯავახიშვილი ვერ ხვდებოდა ამ გამოკვლევაში თუ რაიმე საშიშროება იმალებოდა? ან მეგრული „დიალექტი" რომ ყოფილიყო მაშინ , ქართულის შეთვისებას
გაუსვამდა ხაზს დიდი მეცნიერი. ან იქნებ, თქვენგან დაწუნებული „ ქართიზაციის" თეორის გასამტკიცებლად დაწერა ეს წიგნი დიდმა ისტორიკოსმა რუსული იმპერიის კარნახით.
ან „დავერევით" ეხლა მეგრელები, გურულებსა და იმერლებს ჩვენი ტერიტორიები დაგვიბრუნეთო?, ან იქნებ სვანები შემოგვიტევენ მეგრელებს, ჭოროხს იქით მიბრძანდით ბატონო, ჩვენ ვსახლობდით აქ , 200.000 არმია რომ გვყავდა მაშინო / ეჰ, ნეტავი მართლა ჰყოლოდათ იმ დროს სვანებს მაგხელა არმია, ჩვენს ბედს ძაღლი
არ დაჰყეფდა დღეს /.
ციფრებზე ერთი ანეკდოტი გამახსენდა: " მეგრელს ჰკითხეს რამდენი ხართ სულო? და 3 მილიონი ბატონო-ო უპასუხა. ეგ როგორო ? - "1 მილიონი მეგრელები ვართ, 1 მილიონს გვარი აქვს მეგრული და 1 მილიონს დედა ჰყავს პატონი მაგრალი"-ო.
იმედია ამ ხუმრობის გამო „სეპარატიზაციასთან" ერთად „ მეგრელიზაციასაც „ არ დამაბრალებს ბატონი ფუტკარაძე, თორემ მომიწევს სამუდამოდ გერმანიაში დარჩენა!
ფუტკარაძის ციტატა " ენისა და კილოს გამიჯვნის პრობლემურ თემაზე სატელევიზიო შოუ კარგ შედეგს არ მოიტანს ქვეყნისთვის; ეს სამეცნიერო აუდიტორიის თემაა „ - რომ წერს ბატონი ფუტკარაძე , მაშინ ასე ვკითხავ - 2007 წელს არნ. ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტში რომ ჩატარდა სამეცნიერო განხილვა მიტროპოლიტ ანანიას მონაწილეობით , მაშინ რატომ არ მიბრძანდა არცერთი ამ სამეულისგან - ფუტკარაძე/გვანცელაძე /ტაბიძე .
მარტო ეს მცირედი ამონარიდი აწ გარდაცვლილი პროფესორ მიხელ ქურდიანის გამოსვლიდან, რომლითაც მან გამოხატა თავისი გულისტკივილი და თხოვა მეუფე ანანიას აერიდებინა როგორმე ქართული საზოგადოებისთვის ამ ენათმეცნიერული საკითხის
ინსტიტუციონალიზაცია, საკმარისია იმ სულისკვეთების დასანახად, რომელიც ამ განხილვაზე სუფევდა :
„.....რას ეძახიან სვანები თავის ენას -„ ლუშნუ ნინ" ანუ სვანური ენა ( დიახ, ენა და არა დიალექტი). რას ეძახიან მეგრელები და ლაზები თავის ენას - „მარგალური ნინა" და „ლაზური ნენა ( ისევ ენა და არა დიალექტი). თუ მათ ქართველობას ეს პატუა ენები ხელს არ უშლიდა ამ 2300 წლის განმავლობაში, ახლა დავიქცევით, ახლა დაბრკოლდებიან ?. 14კარგი, ვთქვათ , ზანური ( მეგრულ-ლაზური) და სვანური უსინდისოდ ( მეცნიერულ
სინდისიერებას ვგულისხმობ ) გამოვაცხადეთ დიალექტებად, რა ვუყოთ წოვა-თუშურს, ის ხომ წარმოშობით ქართველური ენა არ არის- ნახურ ენათა ჯგუფს ეკუთვნის, ისიც ქართულის
დიალექტად გამოვაცხადოთ, თუ ზეზვა გაფრინდაულის ტომს ვუთხრათ: ქართველები არ
ხართ, რაკი თქვენი ენა ქართულის დიალექტი არ არისო? მაგრამ მავანნი ამაზე არ ფიქრობენ, მათი მიზანი საკუთარი ამბიციების ეკლესიის ხარჯზე დაკმაყოფილებაა.
მე არ მჯერა რომ სიცრუე გადაარჩენს ჩვენს ერს, ენას და სახელმწიფოს, რადგან ჩვენ ღვთის ხალხი ვართ, სიცრუის მამა კი სატანაა.......თუ ჩემზე მიდგება საქმე , მე მირჩევნია დიდ ქართველ მეცნიერებთან: ალექსანდრე ცაგარელთან, ნიკო მართან, ივანე ჯავახიშვილთან, იოსებ ყიფშიძესთან,აკაკი შანიძესთან, გიორგი ახვლედიანთან, არნოლს ჩიქობავასთან,ვარლამ თოფურიასთან, გიორგი როგავასთან, ქეთევან ლომთათიძესთან, ტოგო გუდავასთან, გივი
მაჭავარიანთან, თამაზ გამყრელიძესთან, ბესიკ ჯორბენაძესთან, ავთანდილ არაბულთან და ა.შ. ერთად, საქართველოს მტრის იარლიყი მქონდეს მიკერებული, მაგრამ მართალი ვიყო უფლისა და ერის წინაშე, ვიდრე მავანივით პატრიოტის სახელი დავიჩემო და საქმით ვუმტრო საქართველოს „
არ გაითვალისწინა სამწუხაროდ მეუფე ანანიამ არც ბატონი მიხეილის , არც იქ მყოფი სხვა ენათმეცნიერების თხოვნა და განაცხადა : ციტატა : „საეკლესიო წესია, ყველა ენაზე უნდა იყოს წმინდა წერილი. სულიწმიდის ნება იყო, როდესაც წმიდა მოციქულები ამეტყველდნენ სხვადასხვა ენაზე, რომ ყოფილიყო მეგრული ენა ჭყონდიდელების დროს ან სვანური ენა,მაშინ იქნებოდა ნათარგმნი წმიდა წერილი ამ ენებზე [...]
ენათმეცნიერული კვლევა კი შეიძლება თავიდან დაიწყოს". კადნიერებაში იმედია არ ჩამომერთვევა, თუ შევბედავ პატივცემულ მიტროპოლიტს და ვიტყვი: ეს უკვე ლინგვისტიკაში საეკლესიო დოგმების გადმოტანის მცდელობაა
და არა ენათმეცნიერული არგუმენტები.
„ ჭყონდიდი, რომელ არს მეგრულითა ენითა მუხა დიდი" - მე 12 საუკუნის ტექსტიდანაა თუ არ ვცდები. 12 საუკუნეში თუ იყო მეგრული ენა, ათასწლეულის დასაწყისში არ იყო ვითომ? ჭყონ-, ჭყონ-დიდი, ჭყონ-დარ, ჭყონ-დიდელის მიმართებებზეც, რომ აღარაფერი ვთქვა.
ნამდვილად არ მსურს საეკლესიო დოგმების განხილვა, ერთს ვიტყვი მხოლოდ: ბერძნები დღესაც მხოლოდ ბერძნულს მიიჩნევენ , ლათინურისა და ჰებრეულის გვერდით ბიბლიის ერთადერთ ჭეშმარიდ ენად და თითქმის მთელ დასავლეთ
ევროპას 16 საუკუნე დასჭირდა სანამ ლათინურისგან გათავისუფლდებოდა და საკუთარი სახელმწიფოების ენებზე დაიწყებდა წირვა- ლოცვას საკუთარ ქვეყანაში.
ამით მხოლოდ იმის თქმა მინდა , რომ , ის რომ წმიდა წიგნი არ თარგმნილა 15 მეგრულად და სვანურად იმ დროს, სულაც არ ნიშნავს ამ ენების არ არსებობას საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების პერიოდში.
იქნებ ამ იტალიელ მისიონერსაც რუსებმა ურჩიეს 17 საუკუნეში , დაგვეხმარე მარტო არჩილ მეფეს არ დაუჯერებენ ქართველები და მეგრული როგორმე ენად მოიხსენიე შენს ნაწერებში-ო: " Obgleich die Mengrelische Sprache eine eigene Sprache ist, führen sie ihre Kirchdienste auf georgisch durch, genau wie die Europäer Latein als Ihre Religionssprache betrachten" - Don Giuseppe Giudice
ბატონო დავით,
გამიგრძელდა ცოტათი სიტყვა, მაგრამ ნამდვილად მტკივნეული გახადეს ბატონმა ფუტკარაძემ და მისმა მიმდევრებმა ეს საკითხი. გამიგია სადღაც : ბავშვს არ უნდა ჰკითხო სერიოზულად- დედა უფრო გიყვარს თუ მამაო .ორივე მშობელია და არჩევანის წინაშე არ უნდა დააყენო პატარა.
მეგრულიცა და ქართულიც ორივე მშობლიური ენაა ჩემთვის და სამეგრელოს სხვა შვილებისთვისაც და ფუტკარაძე კი ჩაგვჯინებია: ან ერთი აირჩიე ან მეორე-ო. ფუტკარაძე და მის მიმდევრებს კი არა, მსოფლიოს ყველა ლინგვისტს რომ
გადაუტრიალდეს ხვალ ჭკუა და თქვას მეგრული დიალექტიაო- ამით მეგრული მაინც ვერ გახდება დიალექტი.
ფუტკარაძისა და მისი მიმდევრების ჯინაზე ვიმღერებთ კიდევაც იმაზე მეტს, ვიდრე გვიმღერია, ვიკვლევთ კიდევაც იმაზე მეტს ვიდრე გვიკვლევია, დავწერთ კიდევაც იმაზე მეტს ვიდრე გვიწერია, ვთარგმნით კიდევაც იმაზე მეტს ვიდრე გვითარგმნია, დავბეჭდავთ კიდევაც იმაზე მეტს, ვიდრე გვიბეჭდია, ბავშვებს ვასწავლით იმაზე მეტს, ვიდრე გვისწავლებია და რაც მთავარია ვილაპარაკებთ კიდევაც იმაზე მეტს მეგრულად, ვიდრე გვილაპარაკია და ამას გავაკთებთ არა იმიტომ, რომ „სეპარატიზმი" თუ რაღაც ჯანდაბა-ოხრობა გვამოძრავებს, არამედ იმიტომ რომ მხოლოდ ასე შეიძლება გადარჩეს ეს ენა , 21 საუკუნეში- საუკუნეში , რომელსაც მეცნიერები „ ენების გაქრობის საუკუნეს" უწოდებენ .
მშობლიურ- აქამდე მართლაც ზეპირად მოტანილ ენაზე-, სიმღერა, წერა , ბეჭდვა , თარგმნა / ბიბლიის თარგმნას არ ვგულისხმობ/ , ამ ენის სწავლა / და არა ამ ენაზე სწავლება / სეპარატიზმის გამოვლინება და ქვეყნის დაშლის სურვილი კი არ გახლავთ, არამედ ამ ენის შემდგომი შენარჩუნებისა და განვითარების სურვილია. ყველაფერი რაც ზემოთ ჩამოთვლილი ქმედებების აკრძალვისკენ კი არა, არწასახალისებისკენაც კი არის მიმართული ასხამს ჩვენი მტრების წისქვილზე წყალს და არა მეგრულ-ლაზურ- სვანურის ენებად არსებობა.
მინდა ხაზი გავუსვა: ის რომ მაგ. მეგრული დღეს საფრთხის წინაშე დგას , იმიტომ კი არა არის, რომ ქართული სახელმწიფო ან საზოგადოება მიზანმიმართულად გადაშენებას თუ გაქრობას უპირებს / bedrohte Sprachen / endangered Languages / 16ეს არის ბუნებრივი პროცესი , რომელიც გლობალიზაციის თანმდევია და თუ რატომ
ამის განმარტებას ახლა ვერ შევუდგები.
ერთი , გნებავთ 100 იყოს, ადამიანი თუ აყვირდა ზუგდიდში, სკოლები, უნივერსიტეტები, სასამართლოები და ა.შ. გამიხსენით სამეგრელოში მეგრულ ენაზეო, ამის გამო რა მთელი სამეგრელოს მოსახლეობა და მეგრულად მოლაპარაკენი უნდა გამოვაცხადოთ სეპარატისტებად? წინა საუკუნის 30-იან წლებში, როცა იმპერიას მართლა ჰქონდა ყველა ბერკეტები, რათა გაეხადა მეგრული ენა სწავლების და ღვთისმსახურების ენად, რა ბატონმა
ფუტკარაძე/გვანძელაძემ გადაგვარჩინა მაშინ ? მარტო კ.გამსახურდია, თ.სახოკია და სხვა სასულიერო თუ საზოგადო მოღვაწეების წინააღმდეგობა შეუშლიდა ხელს რუსებს თავიანთი საქმეების გატარებაში, სამეგრელოს მოსახლეობასაც რომ არ გაეწია წინააღმდეგობა. სხვათაშორის ფუტკარაძე-გვანცელაძე ხშირად იმოწმებენ კ.გამსახურდიასა და
თ.სახოკიას მაგ თემაზე დაწერილ წერილებს და როგორც ჩვევიათ ხოლმე მერე თავისებურ ინტერპრეტაციას უკეთებენ, ნახეთ ორივე არ თვლიდა მეგრულს ენადო.
ასევე ხშირად იშველიებენ ისინი ბატონ ზვიად გამსახურდიას ერთ სტატიას, რომელშიც ზემოთ აღნიშნული მოვლენების ისტორიული რაკურსია მოცემული და 90- წლებში კარსმომდგარ სირთულეებს შეეხებოდა და არა ქართველური ენების
კლასიფიკაციას , თუმცა იმ სტატიის ამ ნაწყვეტის განხილვას გაურბიან : „დღევანდელ მეცნიერებაში გარკვეულია, რომ თანამედროვე ქართული და მეგრული წარმოადგენენ ერთი საერთო პროტოქართული (მარის ტერმინოლოგიით ე.წ.
იაფეტური) ფუძე-ენის ორ განშტოებას, რომელთაგან ერთი (ქართული) გახდა სამწიგნობრო ენა, ხოლო მეორე (მეგრული) შემორჩა დასავლეთ საქართველოში, როგორც ხალხის სალაპარაკო ენა ... ".
ამ განშტოებებს გულისხმობდა მისი უწმინდესობაც თავიდან, ეს მერე ფუტ-ლინგვისტებმა ირბინეს საპატრიარქოში მეუფე ანანიას დახმარებით და განავრცეს, უფრო სწორად ერთ შტოდ გადააქციეს ის მუხა, რომელიც სამი ძლიერი შტოსგან შედგებოდა, მერე მეგრულ-ლაზურ-სვანური ფოთლები დაკიდეს ზედ და ახლა იმასაც ამტკიცებენ ერთ-ტოტიანი მუხა უფრო ძლიერია, უფრო გაუძლებს ახლანდელ გამოწვევებს და ვერც ფოთლებს მოაშორებს ვინმე ასე იოლად-ო.
სანამ ამ წერილს დავასრულებდი ბატონმა ფუტკარაძემ სტატია დადო Scrid-ზე რომელიც იწყება სათაურით :
raca gmertsa... Uploaded by: Tariel Putkaradze უკვე სათაურშივე მოახდინა ინსტიტუციონალიზაცია.არ გამიხსნია ,ვიცი ეს წერილი მეორე ამდენი გამომივა. მისი სამწერტილის გაგრძელებით კი დავასრულებ :
. . . არა სწადდეს,
არა საქმე არ იქნების,
ანანიას მოთხოვნებით
ვერც კვლევები დაიწყების,
ფუტკარაძის ნაწერები
მხოლოდ ჩვენს მტრებს წაადგების-
მეგრულ-ლაზურ და სვანური
დიალექტად ვერ იქმნების.
ეგ „ნაშრომნი" - „ფუტ-ლინგვისტებს"
შავ ლაქებად დააჩნდების.
„შერ-რე" ," ნაჭყ-ხორ", „გუჯ-დადიას",
„დიალექტზე" ემღერების.
ჩვენ ვიმღერებთ კვლავაც „ჩელას" ,
ნუთუ ცოდვად ჩაგვეთვლების?
გვეყო „მტრების" იქ ძიება,
სადაც ენა მიგვიდგების,
მაგ ძახილით ჩვენს სამშობლოს,
არაფერი წაადგების.
ლაზ-მეგრელთა იბერობა-
ქართველობით დაიწყების.
„ნანაშ ნინა" ხელს რას უშლის,
არც „ჩონგური" დაიშლების.
ბრძენსა უთქვამს - „მოყვარესა
მტრულად ნურვინ მიუდგების"-
„შეძახილმა ხე გაახმო" -
ამას ვითომ ვერა ვხვდებით?
საბრძოლველი სულ სხვაგან გვაქვს,
„ჩელა" იქაც დაგვჭირდების!
ნუთუ ბნელა კვლავ ჩვენს თავში,
და აღარ-არ გათენდების!
გია ოკუჯავა
ქ.ფრანქფურტი
2011, 25 იანვარი