ლიტვაში რუსულენოვანი მოსახლეობის მხოლოდ 12 % გრძნობს თავს დისკრიმინირებულად, მაშინ, როცა ესტონეთში რუსულენოვან მოსახლეობას შორის უკმაყოფილოა 59 %, ფინეთში _ 28%, ხოლო ლატვაში _ 25 %.
ადამიანის ძირითად უფლებათა დამცველი ევროპული სააგენტოს გამოკითხვის თანახმად, იტალიაში დისკრიმინირებულ მდგომარეობას უჩივის ამ ქვეყნებში მცხოვრები ჩრდილოაფრიკელების 94 %, შვედეთში _ სომალელთა 75 %, პოლონეთში _ ბოშების 76 %.
ცნობისთვის, გამოკითხვა ევროკავშირის 27 ქვეყანაში ჩატარდა და მასში მონაწილეობა 23, 5 ათასმა ადამიანმა მიიღო.