ევროპარლამენტმა ლათინური ქვეყნებიდან გატანილ ბანანებზე იმპორტული გადასახადის შემცირება დაამტკიცა. ამდენად, საბოლოოდ დასრულდა სავაჭრო დავა, რომელიც 20 წლის წინ დაიწყო და "ბანანის ომის" სახელით იყო ცნობილი.
ხილზე გადასახადის დაკლებას ევროპარლამენტის 501-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. მის წინააღმდეგ ხმა კი 114-მა დეპუტატმა მისცა. შესაბამისად, ევროპულ ქვეყნებში ბანანის შეტანა 2017 წლიდან ტონაზე 114 ევრომდე უნდა შემცირდეს, ანუ 35 %-ით. ამჟამად გადასახადი ტონაზე 176 ევროს შეადგენს.
გადასახადის შემცირებასთან დაკავშირებით პრინციპულ შეთანხმებას 2008 წელს მიაღწიეს. ეს მოხდა ჟენევაში მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში, სადაც დავაში ჩართული 35 ქვეყნის წარმომადგენელი შეიკრიბა.
მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ლათინური ამერიკის ბანანის მიმწოდებლები თავიანთი პრეტენზიების უკან გაწვევას დათანხმდნენ.
გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისიდან ექსპორტიორები მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ჩიოდნენ, რომ ევროპელებს ბანანები აფრიკის, წყნარი ოკეანის რეგიონისა და კარიბის აუზის ყოფილი კოლონიებიდან ყოველგვარი გადასახადის გადახდის გარეშე გაჰქონდათ.