19, 20 თებერვალს 19.00 საათზე რუსთაველის თეატრში ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის ოპერის "მითრიდატე, პონტოს მეფე"-ს პრემიერა გაიმართება. სპექტაკლი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრისა და რუსთაველის თეატრის ერთობლივი პროექტია.
ოპერის დამდგმელი დირიჟორია ჯანლუკა მარჩიანო, დამდგმელი რეჟისორი _ დავით საყვარელიძე, დამდგმელი მხატვარი _ ნინა კობიაშვილი.
ოპერის თეატრის ორკესტრის გარდა სპექტაკლში მონაწილეობენ მომღერლები: იანგ იანგი, თეონა დვალი, სალომე ჯიქია, ირინე თაბორიძე, მეგი ჩიხრაძე, სოფიო ჯანელიძე, ეთერ ხალვაში, სოფიო გორდელაძე, ანი ცარციძე, ირაკლი მურჯიკნელი, ნინო ჩაჩუა, ქეთევან ხომერიკი.
მომღერლებთან ერთად "მითრიდატეს" განსხეულებაში მონაწილეობენ რუსთაველის თეატრის მსახიობები: თემიკო ჭიჭინაძე, დავით დარჩია, ნინო კასრაძე, ნინო თარხან-მოურავი, დავით უფლისაშვილი.
შეგახსენებთ, პირველად ეს ოპერა თავად მოცარტის დირიჟორობით, 1770 წლის 26 დეკემბერს მილანში, Regio Ducal Teatro -ში ქალაქში გამართული კარნავალის დროს შესრულდა. ოპერის დიდ წარმატებაზე მეტყველებს ის, რომ 14 წლის კომპოზიტორის ოპერა 21-ჯერ გახლდათ წარმოდგენილი.