განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო რუსული ენის გაკვეთილების ცხრილიდან ამოღებას არ ადასტურებს.
როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინა ქურდაძემ განმარტა, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით ცვლილება შეეხო უცხო ენის სწავლებას, რომლის მიხედვითაც პირველი კლასიდან, როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებში სავალდებულო ხდება ინგლისური ენის სწვალება.
"პირველი კლასიდან სავალდებულოდ შემოდის ინგლისური ენის სწავლება და ეს განპირობებულია იმით, რომ თანამედროვე სამყაროში ინგლისური ენის არ მცდოდნენ ბავშვები ვერ იქნებიან სათანადო მომზადების. ამასთან, სახელმწიფო აფინანსებს იმას, რომ სკოლაში უზრუნველყოს ორი უცხო ენის შესწავლა. მეორე უცხო ენის სწავლება მე-7 კლასიდან იქნება სავალდებულო. სკოლას შეუძლია ნებისმიერი ენა აირჩიოს - იქნება ეს რუსული, ჩინური, ფრანგული თუ სხვა", - აღნიშნა ქურდაძემ.
მისივე თქმით, ასევე სკოლას შეუძლია მეორე უცხო ენის შესწვალა ნებისმიერი დაბალი კლასიდან დაიწყოს.
რაც შეეხება რუსული ენის ინგლისურით ჩანაცვლებას. მინისტრის მოადგილის შეფასებით არასწორი მიდგომაა, რადგან რუსული ენა სავალდებულოდ არ ითვლებოდა და სკოლებში მისი სიჭარბე ძველი ტრადიციით გრძელდებოდა.
ინგლისური ენის პირველი კლასიდან სწავლება სავალდებულო მომავალი წლიდან გახდება.