მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოშიც ონკოლოგიური დაავადებების რიცხვი მკვეთრად მატულობს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ონკოლოგმა დავით ღვამიჩავამ განუცხადა.
ღვამიჩავას თქმით, ონკოლოგიური დაავადებების ერთ-ერთი ძირითადი გამომწვევია გარემოს დაბინძურება. თუმცა ამ დაავადებების პირვეწყაროს დადგენა იმდენად რთულია, რომ მის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდიც გაძნელებულია.
ამასთან, დავით ღვამიჩავა მიიჩნევს, რომ ონკოლოგიური დაავადებების პროვოცირებაში თავისი წილი აქვს ნერვიულობას, სიგარეტს და სხვა.
"მაგალითად, ფილტვის კიბოს შემთხვევების მატებას სიგარეტის წევაც განაპირობს. ქალებში კი ძირითადად სარძევე ჯირკვლის კიბოა გავრცელებული",_აღნიშნა ღვამიჩავამ.
დღეს მსოფლიოში ონკოლოგიურ დაავადებებთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება.