ბიძინა ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს ირაკლი კობახიძის გაშვება და პრემიერად ქალის დანიშვნა - „ოცნება“ ჩამოშლილია, 4 ოქტომბერს კი გამარჯვებულ ქართველ ხალხს ერგება მთავრობის არჩევის უფლება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ნადირაძე სოციალურ ქსელში წერს.
„ეჰ, რა ტყუილად წვალობს ირაკლი კობახიძე. რომ იცოდეს, საკუთარი თავი შეეცოდებოდა. გადაწყვეტილი აქვს ბიძინას მისი გაშვება. ოლიგარქს მომავალ პრემიერად ქალი უნდა.
არ გაჩერდება „ინფოს“ მდინარე, ბიძოს გუნდიდან გამომდინარე.
„ოცნება“ ჩამოშლილია! 4 ოქტომბერს იმარჯვებს ხალხი! პრემიერსაც და მთავრობასაც აირჩევს და დანიშნავს გამარჯვებული ქართველი ხალხი!” - წერს ირაკლი ნადირაძე.
ირაკლი ნადირაძის განცხადებას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.