სოციალური კვლევისა და პოლიტიკური ანალიზის საერთაშორისო ცენტრში ორკვირიანი სერთიფიცირებული ტრენინგი ჩატარდება, რომელიც პიროვნული რესურსების მართვის საკითხებს მიეძღვნება. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 5 თებერვალი, ხოლო კურსის საფასურია 380 ლარი.
ტრენინგი შემდეგ საკითხებს მოიცავს: ცოდნის ეკონომიკის პრინციპები, ცოდნის მართვის საფუძვლები, პიროვნული რესურსების დაგეგმვა, მოთხოვნის პროგნოზირება, კადრების შერჩევა და დაქირავება, პერსონალის მოტივაცია და სხვა.
"გლობალიზაციის ეპოქაში მართვის თეორიები სწრაფ ევოლუციასა და ტრანსფორმაციას განიცდიან, რაც ახალი მოთხოვნებისა და გამოწვევების წინაშე აყენებს როგორც პიროვნული რესურსის კონკურენტულობას, ისე ორგანიზაციული მართვის საკითხებს. ეს ცვლილებები ფოკუსირებულია ცოდნის ეკონომიკაზე, სოციალურ კაპიტალზე, ლიდერობაზე, ინოვაციებისა და ცოდნის მართვაზე, რისი დეფიციტიც სრულიად აშკარაა საქართველოში",_აცხადებენ სოციალური კვლევისა და პოლიტიკური ანალიზის საერთაშორისო ცენტრში.
მათი თქმით, ამავე ცენტრის მსოფლიო დონის მეცნიერები და ექსპერტები მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში მიღებულ ცოდნას ნერგავენ, რაც ხელს უწყობს საქართველოში ცოდნის ქსელებისა და ინტელექტუალური კაპიტალის შექმნას.
მასალის გამოყენების პირობები