პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი მიიჩნევს, რომ დასავლეთის მთავრობებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ უკრაინელები ასწავლიან მათ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ბრძოლას და არა პირიქით.
ამის შესახებ მან ბრიტანულ გამოცემა The Guardian-თან ინტერვიუში განაცხადა.
სიკორსკიმ აღნიშნა, რომ პოლონური დრონების საწინააღმდეგო ჯგუფები უკრაინელი ოპერატორებისგან ტრენინგს გაივლიან, რათა მომავალი თავდასხმებისგან თავდაცვა ისწავლონ.
„უკრაინელებს რუსული დრონების წინააღმდეგ საბრძოლველად უკეთესი აღჭურვილობა აქვთ, ასევე გაცილებით ღრმა და რელევანტური გამოცდილება რუსეთის არმიასთან დაპირისპირების მხრივ“, - თქვა მან.
მისი თქმით, დრონების წინააღმდეგ ბრძოლის პრაქტიკის გასავლელად პოლონური ჯგუფების წვრთნები პოლონეთში, ნატო-ს სასწავლო ცენტრში ჩატარდება, რომელიც უკრაინაზე „უფრო უსაფრთხო გარემოა“.
პოლონელმა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დასავლეთის მთავრობებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ უკრაინელები ასწავლიან მათ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ბრძოლას და არა პირიქით.
„ეს არის ის, რაც დასავლურმა მთავრობებმა სასწრაფოდ უნდა გაითვალისწინონ თავიანთ მიდგომებში: სწორედ უკრაინელები გვასწავლიან, თუ როგორ გავუწიოთ წინააღმდეგობა რუსეთს და არა პირიქით“, - თქვა სიკორსკიმ.