დასავლეთ საქართველოში ნალექი კვლავ გაგრძელდება. ამასთან ერთად მოსალოდნელია წვიმაც. მთიან აჭარასა და გურიაში ჭარბმა ნალექმა ელექტროენერგიის ხაზები დააზიანა და მოსახლეობას რამდენიმე საათის განმავლობაში დენი არ მიეწოდებოდა.
შეზღუდვები იყო ასევე ტრანსპორტით გადაადგილების საკითხშიც. საავტომობილო ტრასებზე საქართველოს საავტომობილო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ გზების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და ამ დროისათვის არც ერთი მიმართულებით გზა ჩაკეტილი არ არის.