ამერიკული გამოცემა New York Times გამოუშვებს პირველ ელექტრონულ წიგნს, რომელიც მკითხველს „ვიკილიქსის" შესახებ მოუთხრობს.
New York Times -ის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ ციფრული წიგნები მათ დამატებით შემოსავალს მოუტანს და საგაზეთო რეკლამის შემცირებით გამოწვეულ ზარალს აანაზღაურებს.
წიგნი სახელწოდებით „გახსნილი საიდუმლო - ვიკილიქსი, ომი და ამერიკული დიპლომატია"ქრონოლოგიურად აღწერს გასული წლის „ვიკილიქსის" საგას _ როგორ გამოქვეყნდა ვებ-გვერდზე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის საიდუმლო დოკუმენტები.
New York Times იყო ერთ-ერთი იმ ხუთი გამოცემიდან, რომელსაც „ვიკილიქსის" შემქნელმა ჟულიან ასანჟმა პუბლიკაციები გადასცა.
ახალი ელექტრონული წიგნის ღირებულება 6 დოლარამდე იქნება და პოპულარულ ვებ-გვერდებზე განთავსდენა.
მასალის გამოყენების პირობები