დიდი ბრიტანეთი გმობს საქართველოში გერმანიის ელჩის მიმართ განხორციელებულ უსაფუძვლო და აგრესიულ პირად თავდასხმებს, – ამის შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო სოციალურ ქსელში წერს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დიდი ბრიტანეთი უერთდება გერმანიას და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ყალბი ნარატივების გავრცელება საქართველოსა და მისი ხალხის მიმართ დასავლური მხარდაჭერის შესახებ.
„დიდი ბრიტანეთი გმობს საქართველოში გერმანიის ელჩის მიმართ განხორციელებულ უსაფუძვლო და აგრესიულ პირად თავდასხმებს. ეს წარმოადგენს მტრული დეზინფორმაციის სერიის უახლეს მაგალითს, რომელიც მიზნად ისახავს გერმანიისა და სხვა ევროპული ქვეყნების დისკრედიტაციას – იმ პარტნიორების, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში საქართველოს გვერდით იდგნენ.
ჩვენ ვუერთდებით გერმანიას და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ყალბი ნარატივების გავრცელება საქართველოსა და მისი ხალხის მიმართ დასავლური მხარდაჭერის შესახებ“, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.