სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საპატრიარქოში განუცხადეს, ვიზიტი 10-დღიანი იქნება და ის კენტენბერიის არქიეპისკოპოსის მიწვევით განხორციელდება.
ილია მეორე ლონდონში მოქმედ ქართულ ეკლესიას მოილოცავს. გარდა ამისა, ქვეყნის ანგლიკანური ეკლესიის მეთაურს, ასევე ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება.
უწმინდესს დიდი ბრიტანეთის დედოფალიც მიიღებს.